ალუტექი – ფასადის სამშენებლო ტექნოლოგიები

ალუტექი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც სპეცალიზდება ფასადის სისტემების განვითარებაში. კომპანიის გუნდი ერთ ერთი საუკეთესოა საქართველოში და ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტებიდან მიღებული გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, რომ ვუპასუხოთ დამკვეთის ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს.
ჩვენი მიდგომა მომხმარებელთან მუშაობისას არის ინდივიდუალური, ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მომხმარებლის მიერ დასმულ ამოცანას და ვქმნით გადაწყვეტილებებს, რომელიც ერთის მხრივ გამიზნულია ესთეტიური სილამაზისათვის, მეორეს მხრივ კი უზრუნველყოფს ფუნქციონალურობას, ხარისხს, გამძლეობას და უსაფრთხოებას.
იმის გათვალისწინებით, რომ ფასადის სამუშაოებიმშენებლობის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე რთული და კომპლექსური კომპონენტია, ჩვენ ხშირად გვიწევს სხვადასხვა ტექნოლოგიების, ნიმუშების, კომპონენტების დატესტვა, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო გადაწყვეტილება საუკეთესო ფასად და მივცეთ დამონტაჟებული პროდუქტზე თამამი მრავალწლიანი გარანტია.

  • კომპანია „ალუტექი“ ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2009 წლიდან და შესრულებელი აქვს 70-ზე მეტი პროექტი
  • ჩვენი გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა ქართულ ბაზარზე
  • ხანგრძლივი ურთიერთობა და კარგი რეპუტაცია მასალების მწარმოებლებსა და გადამმუშავებლებთან
  • აქტიური თანამშრომლობა სამშენებლო კომპანიებთან
  • ფასადის სამუშაოების სხვა მწარმოებლებთან ერთად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
  • ჩვენს მიერ წარმოებული პროექტების 95% ჩაბარდა დათქმულ ვადაში
  • ჩვენს მიერ პროექტირებისას დათვლილი მასალების რაოდენობა რეალურ მოთხოვნას ემთხვევა 2%-ს ფარგლებში
  • მინიმალურია სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული დანაკარგები, მათ შორის: არასწორი დაჭრის გამო გამოუსადეგარი პროფილები და გატეხილი მინა-პაკეტები

გადმოწერე ალუტექის პრეზენტაცია